ოქტომბერში ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
798

ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი ეროვნული კრიპტოვალუტის გაშვებას მთელ არქიპელაგზე მომავალი თვის განმავლობაში აპირებს.

ბაჰამის კუნძულები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გააფართოვა სახელმწიფო მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა ქვეყნის მასშტაბით. ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ოქტომბერში დაიწყებს ცენტრალური ბანკის საშუალებით კრიპტოვალუტის გაცემას.

ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის eSolutions მენეჯერის თანაშემწემ, ჩაოჟენ ჩენმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ციფრული ვალუტის პროექტი მიზნად ისახავს არქიპელაგის მასშტაბით ფართო გავრცელებას.

”შორეულ კუნძულებზე ბევრ მაცხოვრებელს არ აქვს ციფრული გადახდის ან საბანკო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ნამდვილად უნდა მოვერგოთ და განვავითაროთ არსებული საშუალებები, გადავწყვიტოთ როგორ იქნება უკეთესი ჩვენთვის, როგორც სუვერენული ერისათვის”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა იმავე რეგულაციებს დაექვემდებარება, როგორც ბაჰამა დოლარი. მარეგულირებელი წესები უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვასაც გულისხმობს. ასეთი პროტოკოლი კი ჰაკერული თავდასხმებისგან თავდაცვასა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების მიღებას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი