ბარი სილბერტი: ცენტრალური ბანკებისთვის ბიტკოინი მნიშვნელოვანი მოტივაციაა

0
572

ციფრული ვალუტის აქტივების მენეჯერმა, Grayscale ინვესტიციების და Blockchain კაპიტალის კომპანიის ციფრული ვალუტის ჯგუფის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბარი სილბერტმა კვლავ დააფიქსირა თავისი პოზიტიური პოზიცია ბიტკოინთან დაკავშირებით.

“ბიტკოინი მომგებიანი აქტივია გლობალური ცენტრალური ბანკებისთვის. ბიტკოინი ბიძგის მიმცემია ბანკებისთვის, რათა მათ დაიწყონ ციფრული ვალუტების გამოშვება”,- განაცხადა ბარი სილბერტმა.

ბიტკოინის ფასის მომატების პარალელურად ბარი სილბერტის ეს განცხადება ხელს უწყობს კრიპტოვალუტის კურსის კიდევ უფრო გაზრდას.

ჯერ კიდევ ივნისის თვეში ბარი სილბერტმა Bloomberg-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ზამთარი დასრულებული იყო.

კომპანია Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბიტკოინის მაშინდელ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ფასი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

“პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობას არის ალბათ “ზამთრის” პერიოდიდან გამოსვლა და “გაზაფხულის” პერიოდში შესვლა”,- განაცხადა ბარი სილბერტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი