კონგრესში შესაძლოა, Blockchain ტექნოლოგია დაინერგოს

0
447

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია აშშ-ს კონგრესი უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახადოს.

კონგრესის მოდერნიზაციის კომიტეტში სიტყვის გამოსვლისას მაკარტიმ აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგიამ ფინანსური სამყაროს უსაფრთხოების სტანდარტები შეცვალა.

“Blockchain ტექნოლოგია საფინანსო ინდუსტრიის უსაფრთხოებას ნამდვილად შეცვლის. აქედან გამომდინარე, Blockchain-ი რატომ არ უნდა გამოვიყენოთ საკანონმდებლო ორგანოში?!”,- აღნიშნა კევინ მაკარტიმ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ კონგრესი იყენებს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიას, რათა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა ეფექტური იყოს. “ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ეს შესაძლებლობა უფრო გამჭვირვალე და მოქნილი გახდეს”,- განაცხადა კევინ მაკარტიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ მაკარტი 2007 წელს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა, რომელიც 2014 წლიდან 2019 წლამდე სახელისუფლებო უმრავლესობაში მოღვაწეობდა.

კონგრესის მოდერნიზაციის კომიტეტი 1999 წლის დასაწყისში 116-ე კონგრესზე შეიქმნა. ამჟამად, კომიტეტს დემოკრატი კონგრესმენი დერეკ კილმერი ხელმძღვანელობს, რომელიც რეკომენდაციებს საკანონმდებლო ორგანოს მოდერნიზაციისთვის იძლევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი