ოკლაჰომას შტატის წარმომადგენელი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
732

ოკლაჰომას სენატორმა, ნათაიან დემმა განაცხადა, რომ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კანონპროექტი ითვალისწინებს Blockchain ტექნოლოგიის გარშემო სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას.

”შტატის მიერ დაფინანსებული ახალი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია უზრუნველყოს ღირებული ფინანსური და ტექნიკური მომსახურება Blockchain და ციფრული ვალუტის ინოვატორებისა და დეველოპერებისთვის”,-აღნიშნულია ოკლაჰომას შტატის ახალ კანონპროექტში.

”მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა შეიქმნა და ბიტკონის ყიდვა გახდა შესაძლებელი მე დამაინტერესა ამ ინდუსტრიამ. ამასთანავე, გავიგე, რომ ვაიომინგის შტატიც აქტიურად განიხილავდა კრიპოვალუტას”,- განაცხადა ოკლაჰომას სენატორმა.

ვაიომინგის შტატმა კანონპროექტი ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა. კანონპროექტი კრიპტოვალუტის სტატუსის ტრადიციულ ვალუტასთან გათანაბრების საშუალებას იძლეოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პირველ რიგში კრიპტოვალუტის კლასიფიცირებას გულისხმობდა.

კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტა სამ კატეგორიად განიხილებოდა, ესენია: ციფრული სამომხმარებლო აქტივი, ციფრული ფასიანი ქაღალდი და ციფრული ვალუტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი