სენატორები აშშ-ში ჩინეთის ციფრული ვალუტის აკრძალვას მოითხოვენ

0
1038

სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ჩინურ ციფრულ ვალუტას ეხება.

სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა, მაიკ ბრაუნმა და მარკო რუბიომ, წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანია შეზღუდოს ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოყენება შეერთებულ შტატებში.

ამით კანონმდებლები ცდილობენ დაიცვან ქვეყანა ჩინეთის ეროვნული ციფრული ვალუტის გლობალური მიღების პოტენციური არასასურველი ზემოქმედებისგან.

კანონპროექტი მოხსენიებულია, როგორც „ამერიკელების დაცვა ავტორიტარული ციფრული ვალუტებისგან“. კანონპროექტი ჩინეთის ციფრული ვალუტის გადახდის სისტემის, e-CNY და აშშ-ის აპლიკაციების გამოყენების აკრძალვას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად, აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუტორებმა აშშ-ში არ უნდა დაუჭირონ მხარი ან ჩართონ ტრანზაქციები e-CNY-ში.

სენატორები ამტკიცებდნენ, რომ ჩინეთის ციფრული იუანის აკრძალვა აშშ-ს დაეხმარება თავიდან აირიდოს მომხმარებლების ფინანსური აქტივობების პირდაპირი კონტროლი და თვალთვალი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი