აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ 12 კრიპტო კომპანია არალიცენზირებულობაში ამხილა

0
732

სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ ნიუ-იორკში დაფუძნებულ 12 კრიპტო ბიზნესის შესახებ განაცხადა, რომ კომპანიებს მარეგულირებელ ორგანოში რეგისტრაცია არ გაუვლიათ.

პრესრელიზში კომისიამ აღნიშნა, რომ ჯამში ის 14 კომპანიას ადანაშაულებს, აქედან 12 კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული კომპანიაა.

როგორც ცნობილი გახდა, ორმა კომპანიამ, სავარაუდოდ, გამოაქვეყნა მცდარი ინფორმაცია “ეროვნული მომავლის ასოციაციის” წევრობისა და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიაში რეგისტრაციის შესახებ.

ჩამოთვლილი კრიპტო პროვაიდერები მოიცავს შედარებით უცნობ სახელებს, როგორიცაა Bitfxprofit-ი, Star FX Pro, Smarter Signals-ი და BinanceFx Trade-ი, რომელთაგან ამ უკანასკნელს, არაფერი აქვს საერთო უმსხვილეს ციფრული ვალუტის ბირჟა Binance-თან.

”დღევანდელი ქმედებები ასახავს კომისიის თავდადებულ ძალისხმევას აგრესიულად გაანადგუროს ისინი, რომლებიც ტყუილად აცხადებენ, რომ მათი რეგისტრაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და მათი ქმედებები კომისიისათვის მისაღები.“ – განაცხადა აღსრულების სამმართველოს მოქმედმა დირექტორმა, ვინსენტ მაკგონაგელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი