აშშ-ს მარეგულირებლის წარმომადგენელი თვითრეგულაციის სისტემაზე საუბრობს

0
764

ამერიკის შეერთებული შტატების საქონლისა და ვაჭრობის კომისიის წარმომადგენელი ბრაიან ქუინტენზი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მონაწილეებმა თავიანთი თვითრეგულირების სტრუქტურა უნდა შექმნან.

მან განაცხადა, რომ, რადგან მარეგულირებელს ციფრული ვალუტის სრულფასოვანი ზედამხედველობისთვის საჭირო შესაძლებლობა არ გააჩნია მაშინ კრიპტო პლატფორმებმა ერთობლივად უნდა ჩამოაყალიბონ გარკვეული ტიპის თვითრეგულირების სისტემა.

ბრაიან ქუინტენზის თქმით, ასეთმა ორგანიზაციამ შეიძლება განახორციელოს აუდიტი, გააკონტროლოს სავაჭრო ოპერაციები და დარღვევების დროს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

მიუხედავად ამისა, მარეგულირებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თვითრეგულირებადი ორგანო კონგრესის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოქმედებდეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაშია შექმნილი ციფრული ვალუტის თვითრეგულირების ორგანიზაცია. ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველი იაპონია იყო. ჯერ კიდევ გასულ წელს ქვეყანაში თვითრეგულაციის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა იყო.

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ Foley & Lardner-ის მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების კომპანიების 86% ინდუსტრიის თვითრეგულაციის მომხრეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი