ენდრიუ იანგი: საჭიროა გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები მარეგულირებელი სისტემა

0
857

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენდრიუ იანგმა მოახლოებული არჩევნების წინ აიოვას შტატის მაცხოვრებლებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციასაც შეეხო.

ენდრიუ იანგის თქმით, საჭიროა კრიპტო აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული წესებისა და მითითებების გამჭვირვალე სისტემის შექმნა.

”ჩემი პრიორიტეტი მკაფიო და გამჭვირვალე წესების შემოღება იქნება, რათა ყველამ იცოდეს, თუ სად და როგორ შეიძლება უსაფრთხოდ ინვესტიციის განხორციელება”,-აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ენდრიუ ინაგმა ისიც დაამატა, რომ კრიპტო სისტემასთან ერთად Blockchain ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს.

ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში ენდრიუ იანგის მარეგულირებელ სისტემასთან დაკავშირებული სტატია ინტერნეტით გავრცელდა. მან სტატიაში აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა ხშირად არის თაღლითების მიერ გამოყენებული. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს სათანადო მარეგულირებელი სისტემა.

”სხვა ქვეყნები, რომლებიც რეგულაციის სისტემის არსებობის გამო ჩვენზე წინ არიან ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია აქვთ და ისინი გვკარნახობენ იმ წესებს, რომლის დაცვაც უკვე ჩვენ გვევალება”,- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი