აშშ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღებას აჭიანურებს

0
744

აშშ-ს ინფრასტრუქტურის კანონპროექტის ნოემბერში ხელმოწერილი დებულება, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს და კრიპტობროკერებს დამატებითი ინფორმაციის მოხსენებას ავალდებულებს, შესაძლოა გადაიდოს.

Bloomberg-ის თანახმად, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი და შიდა შემოსავლების სამსახური შესაძლოა, არ იყოს მზად აღნიშნული კანონპროექტისათვის.

ამ კანონით გათვალისწინებული იყო 2023 წლამდე კრიპტობროკერების მხრიდან პირადი ინფორმაციის შეგროვება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციურმა შეფერხებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მილიარდი დოლარის შემოსავალზე, რაც კაპიტალის მოგების გადასახადებთანაა დაკავშირებული.

აღნიშნული შემოსავლები 2023 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გარკვეული მინიშნებები მაინც იკითხება თეთრი სახლის ანგარიშებში, რომელშიც გაწერილი იყო კრიპტო გადარიცხვებზე გადასახადის დაწესების შემდეგ მიღებული საშუალო შემოსავლები.

მიმდინარე პერიოდში კანონპროექტის გადადების შედეგად ხარჯები ბევრად გაიზარდა, თუმცა თუ დროულად მოხდება მისი მიღება, ხარჯები შესაძლოა 11 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების ფასის კლება ოდნავადაც არ ეხება ამ შემოსავლებს, რადგან კრიპტო ტრანზაქციების საკომისიო ყოველთვის დაბალი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი