კალიფორნიაში აშშ-ს პასპორტის მისაღებად მომხმარებლები ბიტკოინით გადაიხდიან

0
1121

კალიფორნიაში დაფუძნებულმა სავიზო და საპასპორტო კომპანიამ განაცხადა, რომ კომპანია გადახდის სახით ბიტკოინს მიიღებს.

სან – ხოსეში მდებარე პასპორტისა და ვიზის ექსპედიტორის Peninsula Visa– ს განცხადების თანახმად, კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გადაიხადონ არჩეული პასპორტის სერვისებისთვის ბიტკოინის გამოყენებით საცალო ვაჭრობის ფასილიტატორის Coinbase Commerce-ის მხარდაჭერით.

Peninsula Visa მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს პასპორტის განახლებასა და სახელის შეცვლას.

აშშ-ს 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფლება აქვთ ფლობდნენ ერთი “პირველადი” სახის პასპორტს ან ბარათს, რომელიც მოქმედებს 10 წლის განმავლობაში. მეორე სახის საპასპორტო ცნობა კი მოქმედებს 4 წლის ვადით.

კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს, ამ ეტაპზე, მხოლოდ პირველადი პასპორტის შეძენა შეეძლებათ ბიტკოინით.

როდესაც მარტში სამთავრობო ოფისები და ბიზნესი დაიხურა, COVID-19– ის გავრცელების თავიდან აცილების და შეჩერების ღონისძიებების გამო, შტატების 26 საასპორტო კომპანიიდან უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა.

მხოლოდ ზოგიერთმა გადაახალისა სისტემა და ახლა ელექტონული მიწოდების საშუალებას იყენებს, როგორც საფოსტო ასევე გადახდის სახით.

შესაბამისად მოგზაურებს ვისაც სურთ დროებითი ვიზები ან პასპორტის განახლება, შეუძლიათ ისარგებლონ ახალი ბიტკოინ გადახდის სისტემით და მარტივად მიიღონ სასურველი საბუთები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი