აზიის რეგიონი მაინინგით აქტიურად არის დაინტერესებული

0
582

აზიის ქვეყნები მაინინგის კუთხით სულ უფრო და უფრო ვითარდება.

ჩინეთის ყველაზე ცნობილი მაინინგის რეგიონი არის სამხრეთ პროვინცია სიჩუანი, რომელსაც უხვად აქვს ჰიდროელექტროსადგური.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტის მიმართ საკმაოდ მკაცრ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. თავდაპირველად, აკრძალვა კრიპტოვალუტის ბირჟების დახურვით დაიწყო.

თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ იაფი ელექტროენერგიისა და ტექნიკის წარმოების გამო, ჩინეთი მაინინგისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება.

ჩინეთთან ერთად მაინინგის სექტორში რუსეთიც აქტიურად არის ჩართული.

რუსეთში ბიტკოინის მოპოვების უმეტესი ნაწილი ციმბირის რეგიონზე მოდის.

მედია ხშირად წერს, რომ რუსეთში კრიპტომოპოვებით დაინტერესების სავარაუდო ზრდა მაინინგის გარშემო რეგულაციის გაურკვევლობის უკავშირდება.

კალინინგრადის ოლქში, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი კრიპტოვალუტითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა სოჭში საინვესტიცო ფორუმზე განაცხადა. გუბერნატორმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში, რეგიონში შესაძლოა მაინინგის უდიდესი ფერმაც შეიქმნას.

რაც შეეხება ყაზახეთს: ქვეყნის ციფრული განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით უკვე არსებობს.

ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრის, ბაგდატ მუსინის თქმით, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს კრიპტოვალუტის მოპოვების სექტორში 714 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის თაობაზე.

როგორც ცნობილია, 2020 წელს ამ ინვესტიციის მასშტაბები 80 მილიონი ტენგით გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი