აზერბაიჯანი Blockchain პროექტს 2019 წლის ბოლოს დაასრულებს

0
398

აზერბაიჯანის რესპუბლიკა Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემის პროექტის დასრულებას 2019 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტომ, Trend News–მა გაავრცელა.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების დირექტორი, ფარიდ ოსმანოვი აცხადებს, რომ ახალი სისტემა 2020 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.

ფარიდ ოსმანოვმა პროექტზე საუბრის დრო ხაზი გაუსვა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას და ოპერაციული სისტემების დისტანციურად მართვას.

მან აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე დისტანციური ანგარიშები გაიხსნება იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. დასკვნით ეტაპზე პროექტი მიზნად ისახავს სხვა საბანკო სერვისების ჩართვას და ფონდის მონიტორინგის სისტემების ავტომატიზაციას, რომლებიც ხელს უშლიან ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გათეთრებას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომვერში გავრცედა ინფორმაცია, რომ მთავრობა ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას აპირებდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა, ფარიდ ოსმანოვმა გამოაქვეყნა ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის ხუთი წლის პროგრამა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი