ავღანეთი ჯანდაცვის სექტორში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
708

ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს Blockchain კომპანია FantomOperations- სთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში ტექნოლოგიის ინტეგრეციას.

როგორც ცნობილია, მემორანდუმის პირობები მოიცავს ყალბი მედიკამენტების იდენტიფიცირებას, კლინიკებში სამედიცინო რეესტრების შექმნას და პაციენტების ფაილების გაციფრულებას. ინიციატივის კომენტირებისას, ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრმა ფეროზუდინ ფეროზმა აღნიშნა:

”საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ელექტრონული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში. Blockchain ტექნოლოგია სამინისტროს დაეხმარება გამჭვირვალობის საკითხში”.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მთავრობამ, ისე საზოგადოებამ გამოხატა შეშფოთება ქვეყანაში ყალბი ფარმაცევტული პროდუქტების გაზრდილი რაოდენობის გამო. ამის ფონზე ბევრი მოქალაქე ტრადიციულ მედიცინას ხელმისაწვდომობის გამო მიმართავს.

”მედიკამენტების იმპორტიორთა კავშირმა განაცხადა, რომ მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მინიმუმ 40% უკანონოდ შედის ავღანეთის ბაზარზე და ფარმაცევტული პროდუქტების დიდი ნაწილი არის დაბალი ხარისხის,”- ნათქვამია მოხსენებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი