ავსტრიის მოქალაქეები კრიპტოვალუტის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილნი

0
621

საბანკო გიგანტის ING–ს ონლაინ გამოკითხვის თანახმად, ავსტრიელები ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტების მიმართ ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

გამოკითხვის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ბიტკოინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება სხვა ქვეყნებშიც შესუსტებულია. რაც შეეხება ავსტრიას: გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის მიმართ დამოკიდებულება გასული წლის გამოკითხვის შემდეგ გაურესებულია. წლევანდელი გამოკითხვის მიხედვით, ავსტრიელთა 17% მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა ციფრული გადახდის სისტემის მომავალია. გასულ წელს კი ამ აზრს გამოკითხულთა 20% იზიარებდა.

ამასთანავე, ავსტრიელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს პოზიტიურ ნაბიჯად ბიტკოინით ხელფასის გადახდას.

კვლევის თანახმად, ავსტრიელთა უმეტესობა ციფრული ვალუტის შესახებ ინფორმაციას ფლობს. თუმცა კრიპტო ინდუსტრია სარისკოდ მიაჩნიათ და ამიტომ ინვესტიციების განხორციელებისგან შორს იჭერენ თავს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია კრიპტოვალუტის რეგულაციას ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კი ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ინდუსტრიას მეტი ნდობა და უსაფრთხოება ესაჭიროება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი