Kraken-ის ავსტრალიის ფილიალის დირექტორი: რეგულაციამ შესაძლოა, კონკურენციას საფრთხე შეუქმნას

0
589

ავსტრალიაში მომდევნო 12 თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის რეგულაცია გამკაცრდება. ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია Kraken-ის ავსტრალიის ფილიალის დირექტორმა დააფიქსირა. ჯონათან მილერი ფიქრობს, რომ მკაცრმა კრიპტო რეჟიმმა შესაძლოა, ადგილობრივ კონკურენციას ზიანი მიაყენოს.

ავსტრალიის ტექნოლოგიებისა და ფინანსური ცენტრის სენატის კომიტეტმა გასულ თვეში ციფრული ვალუტებისა და Fintech ინდუსტრიის რეგულირებისთვის 12 ვრცელი რეკომენდაცია წარადგინა.

კომიტეტს ენდრიუ ბრეგი ხელმძღვანელობს.

წინადადებები მოიცავდა კრიპტოვალუტის ბირჟების ლიცენზირების ახალ რეჟიმს, ახალ კანონებს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების მართვისთვის და კაპიტალის მოგების გადასახადის გადახედვას დეცენტრალიზებულ ფინანსებისთვის.

მედიასთან საუბრის დროს ჯონათან მილერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია შემოთავაზებული რეგულაციები როგორ გავლენას მოახდენს სექტორზე, დადებითს თუ უარყოფითს.

„ჩვენ ვნახეთ სხვა ბაზრები, სადაც მკაცრი მარეგულირებელი წესები შემოიღეს. თქვენ, კარგად ხედავთ იქ კონკურენციის კოლაფსს, იმ სიცოცხლისუნარიანობის კოლაფსს, რომელიც დღეს გვაქვს ავსტრალიაში და იმედი მაქვს, რომ ეს აქ არ მოხდება, რადგან ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი იქნება მომხმარებლისთვის”,- განაცხადა Kraken-ის ავსტრალიის ფილიალის დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი