ჰონგ-კონგის პოლიციამ კრიპო აპარატიდან თანხის მოპარვისთვის სამი პირი დააკავა

    ჰონგ-კონგის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ედებათ კრიპტოვალუტის აპარატიდან 226.000 დოლარის ღირებულების ბიტკოინის მოპარვა.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით South China Morning Post-ი წერს, რომ დაკავებულები გაცილებით დიდი დანაშაულებრივი ოპერაციის მონაწილეები არიან.

    სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰონგ-კონგში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინის ბანკომატებთან დაკავშირებული ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო აპარატების რიცხვი მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა.

    CoinATMRadar-ის მონიტორინგის თანახმად, 73 ქვეყანაში ამჟამად 8208 ბიტკოინის აპარატი მოქმედებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა ნაღდი ანგარიშსწორებით.

    ციფრული ვალუტის აპარატების უმეტესობა, 6000-ზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატებია განთავსებული.

    კვლევის მიხედვით, 2020 წლის მარტის შემდეგ ბიტკოინის ავტომატების რიცხვი 17%-ით გაიზარდა. ეს შესაძლოა, კრიპტოვალუტის მზარდ მოთხოვნილებაზე მიანიშნებდეს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *