ამერიკის შეერთებული შტატების საცალო გიგანტმა Walmart-მა შესაძლოა, დოლარით გამყარებული ციფრული ვალუტა შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კრიპტოვალუტა Facebook–ის Libra-ს მსგავსი იქნება.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ Walmart-მა საპატენტო განაცხადი უკვე შეიტანა.
საპატენტო შევსების ნომერი 20190236564, სახელწოდებით “Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებელი ციფრული ვალუტის სისტემა და მეთოდი”, აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნის ოფისმა გუშინ გამოაქვეყნა.
”ციფრული ვალუტის ერთეულის შექმნა ციფრული ვალუტის ერთეულის რეგულარულ ვალუტასთან მიერთებით; ერთი ციფრული ვალუტის ერთეულის ინფორმაციის Blockchain-ზე შენახვა”,- დოკუმენტში კრიპტოვალუტის ასეთი აღწერაა მოცემული.
უნდა აღინიშნოს, რომ Facebook–ის ციფრული ვალუტა ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა. თუმცა კრიპტო საზოგადოებაში უკვე ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გააჩინა.
მაგალითად, Dallas Mavericks-ის კალათბურთის გუნდის მფლობელი და მილიარდერი მარკ კუბანი Libra-ს გულშემატკივარ არ არის.
თუმცა გერმანიის ბუნდესბანკის პრეზიდენტი Libra-ს განვითარებას მხარს უჭერს. ამასთანავე, ბუნდესბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Libra შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ძალიან მიმზიდველი იყოს, თუკი კრიპტოვალუტა ნამდვილად ისეთი იქნება, როგორსაც ამბობენ.