Terra Virtua ქმნის NFT საკოლექციო ეკოსისტემას ComiCon- ის მომხმარებლებისათვისაც შექმნის.
ციფრულმა საკოლექციო პლატფორმამ, Terra Virtua–მ განაცხადა, რომ დაასრულა თანხების მოზიდვა სხვადასხვა კერძო კომპანიისგან. მიმდინარე აქტივი კი 2.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულად მოხმარდება პროდუქციის მასობრივ ბაზარზე გატანას და მანამდე არსებულ პროცესებს.
აღნიშნული თანხა მოძიებულ იქნა ისეთი სპონსორებისაგან როგორიცაა: Woodstock-ი, NGC Ventures-ი და AU21 Capital-ი.
შეგროვებული ინვესტიცია გამოყენებული იქნება შემდგომი განვითარებისათვის, რაც ასებე გულისხმობს ახალ NFT ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელშწყობას პროდუქციისათვის, რაც ავტომატურად მიმზიდველს ხდის პროდუქციას მომხმაებლებისათვის.
აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს ციფრული საკოლექციო ბაზრის დიდ ნაწილს. მათ ამ ინვესტიციით შეეძლებათ გადაახალისონ პროდუქცია, რაც მომხმაარებელს მრავლფეროვანი არჩევანის საშუალებას მისცემს.
Terra Virtua- ს ასევე აქვს პარტნიორების მხარდაჭერა Paramount Pictures-თან, Legendary Entertainment-თან და Unreal Engine-თან. კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები ინტელექტუალური საკუთრებისთვის ისეთ მწამოებლებთან როგორიცაა Top Gun-ი და Lost in Space-ი.