Tangem-მა შვეიცარიაში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის საფულის კომპანიას 15 მილიონის დაფინანსება გამოუყო

0
1711

კრიპტოვალუტის საფულეს smart card-ს კომპანია Tangem-მა 15 მილიონის დაფინანსება გამოუყო. Tangem-მა უშუალოდ დაფინანსება კი იაპონიის საფინანსო გიგანტისგან SBI Group-ისგან მიიღო.

რაც შეეხება smart card-ს, კომპანია შვეიცარიაში ოპერირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ Tangem-მა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო კრიპტოვალუტის საფულების წარმოება. კომპანიის მიზანია კრიპტო საფულეები ყოველდღიური გამოყენებისთვის ადაპტირებული იყოს. ამ კონტექსტში განიხილება საფულეების სატრანსპორტო ფუნქციაც.

“2019 წელს ჩვენ შევეცდებით, რომ პროდუქცია სხვადასხვა კომპანიას შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი კომპანიისგან მხარდაჭერის მიღება, რათა განვავითაროთ Blockchain-ზე დაფუძნებული სხვადასხვა პროექტის იდეა”,- აღნიშნულია Tangem-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, კომპანია ინდუსტრიის სხვადასხვა ასპექტში აქტიურად მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით კომპანია აფართოებს საკუთარ საქმიანობას. მაგალითად, Tangem-მა იაპონიაში კრიპტოვალუტის ბირჟა გახსნა. როგორც ცნობილია, ბირჟა ბანკებთან ურთიეთობისთვის Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა ფუნქციას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ Tangem-ი არის “ჭკვიანი ბარათის” ახალი ტექნოლოგია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. ასეთი ტიპის ბარათებზე შესაძლებელია კრიპტოვალუტების ფიზიკური სახით შენახვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი