Circle-მა და Paxos-მა სინგაპურის ლიცენზია მიიღო

0
1101

სტაბილკოინის ემიტენტებმა Circle-მ და Paxos-მა თითოეულმა მიიღო დამტკიცება თავიანთი შესაბამისი ლიცენზიებისთვის სინგაპურის სავალუტო ორგანოსგან (MAS).

Circle-მა მიიღო პრინციპული დამტკიცება ძირითადი გადახდის დაწესებულების ლიცენზიისთვის, რაც მას საშუალებას აძლევს გამოუშვას კრიპტოვალუტები და ხელი შეუწყოს შიდა და ტრანსსასაზღვრო გადახდებს.

Paxos-მა კი მიიღო ლიცენზია ციფრული გადახდის ნიშნების სერვისების შეთავაზებისთვის.

Circle-მა და Paxos-მა აღნიშნული დამტკიცება მალევე მიიღეს მას შემდეგ, რაც სინგაპურის სავალუტო ორგანომ (MAS) გამოსცა ორი საკონსულტაციო დოკუმენტი ციფრული გადახდის ნიშნების სერვისის პროვაიდერებისა და სტაბილკოინის ემიტენტების რეგულირების შესახებ, რომელიც სინგაპურის გადახდის სერვისების აქტთან (PSA) არის შესაბამისობაში.

PSA მიღებულ იქნა სინგაპურის პარლამენტის მიერ 2019 წელს, რომელიც მიზნად ისახავს გადახდის სისტემების რეგულირებას და უფლებას აძლევს MAS-ს, ზედამხედველობა გაუწიოს გადახდის სერვისების პროვაიდერებს.

Circle თავისი – USD Coin-ით (UDSC) და Paxos თავისი Pax Dollar-ით (USDP), რომლებიც თავის მხრივ, შეერთებული შტატების დოლარზე მიბმული სტაბილკოინებია, ახლა შეძლებენ შესთავაზონ თავიანთი შესაბამისი სტაბილკოინები და სხვა ციფრული გადახდის ნიშნები სინგაპურელ მომხმარებლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი