კრიპტოვალუტის ბირჟამ, ShapeShift–მა THORChain–თან სრული ინტეგრაციის შესახებ განაცხადა. ეს კი კომპანიას საშუალებას მისცემს ბიტკოინით, ეთერიუმითა და ლაიტკოინით ივაჭროს.
ShapeShift-ის მობილურ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი სახის შუამავლის, მეურვის ან კონტრაგენტის გარეშე განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები. ShapeShift-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ ვურჰისმა ასე განმარტა THORChain-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა:
”ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსები უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. THORChain გუნდმა ააშენა ტექნოლოგია, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს”.
ტრანსფერების მზარდმა ბაზარმა ბოლო თვეების განმავლობაში THORChain-ი მსოფლიო ეკონომიკურ რუქაზე მოახვედრა.
შეგახსენებთ, რომ ShapeShift-ი შვეიცარიაში მდებარეობს. შვეიცარია კი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. მარტის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა კანტონის ქალაქი, ცუგი მოსახლეობას Blockchain გადახდის სისტემას შესთავაზებს.
გადახდის ეს სისტემა განკუთვნილი იქნება ადგილობრივი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისათვის. გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ბიტკოინით ასევე ეთერიუმით.