SBI Holdings-ი რიპლის ბანკომატით ადაპტირებას გეგმავს

0
1297

SBI Holdings-ი გეგმავს, რომ იაპონური ბანკომატების საშუალებით რიპლის ინტეგრაცია უზრუნველჰყოს.

აღნიშნული ინფორმაცია SBI–ს ბოლო ფინანსურ ანგარიშში გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნული იყო პლატფორმის, MoneyTap–ის ბანკომატებთან ინტეგრირების შესახებ.

რიპლის ბანკომატთან ინტეგრაცია მიზნად ისახავს მომსახურების გამარტივებას.

რამდენიმე დღის წინ SBI Holdings–ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება გამოქვეყნდა. იოშიტაკა კიტაო კომპანიებს რიპლის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ SBI Holdings-მა თავის ანგარიშებში არაერთხელ აღნიშნა რიპლის გადარიცხვების ეფექტურობა.

ბოლო დროს მედიით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა კრიპტოვალუტის ბანკომატების შესახებ.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში პირველი ბიტკოინის ბანკომატი რეალიზაციაში ჩაეშვა. ნიგერიაში უკვე არსებობს ბიტკოინის აპარატი.

Blockstale BTM არის კომპანია, რომელმაც გამოუშვა ბანკომატი. ამ ეტაპზე კიდევ 30 ბანკომატის გამოშვება იგეგმება.

”ნიგერიაში კრიპტოვალუტების შესახებ იურიდიული გაურკვევლობის მიუხედავად, როგორც ჩანს, აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტად ნიგერიელები არიან ციფრული ვალუტებით დაინტერესებულები”,- განაცხადა Blockstale-ის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი