Samsung-ის საინვესტიციო ჯგუფი Spot-Bitcoin ETF-ს ჰონგ-კონგში მუშაობას განიხილავს.
ჰონგ-კონგში ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის ფონდის (ETF) წარმატებების შემდეგ, Samsung Asset Management-მა აღნიშნა, რომ განიხილავს ბიტკოინის ETF-ის გაშვებას ქალაქის ბირჟაზე, თუ მარეგულირებელი პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს.
Bloomberg-თან ინტერვიუში, Samsung Asset Management-ის ჰონგ-კონგის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ პარკმა, განაცხადა: „ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკა“.
მან დაამატა, რომ ჰონგ-კონგის წარმომადგენლები ქალაქის კრიპტო ცენტრად გადაქცევით დაინტერესებულები არიან.
ETF-ის ანალიტიკოსმა Bloomberg Intelligence-ში, რებეკა სინმა, აღნიშნა, რომ ჰონგ-კონგს ბევრი გარემო ფაქტორი უწყობს ხელს, იმისათვის, რომ გახდეს აზიის ცენტრალური კრიპტოვალუტის ბირჟა.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ქალაქში ბიტკოინისა და ეთერიუმის (ETH) პროდუქტები წლის ბოლომდე იქნება დაშვებული.