ვენესუელის პრეზიდენტი კრიპტოვალუტა “Petro”-ს შექმნას 21-ე საუკუნის პროექტად აფასებს

0
789

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ბოლივარული ალიანსის 10 ქვეყნის (ALBA) წარმომადგენელს სთხოვა, რომ კრიპტოვალუტა პეტროს შექმნისთვის მხარი დაეჭირათ და ამ საკითხზე ერთად ემუშავათ. პრეზიდენტის თქმით, კრიპტოვალუტა პეტროს ზურგს ნავთობი გაუმაგრებს.

ALBA- სთან შეხვედრის დროს, მადურომ განაცხადა:

“ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს იდეა, როგორც 21-საუკუნესთან ინტეგრაციის ერთ-ერთი პროექტი”.

დეკემბრის დასაწყისში, ნიკოლას მადუროს პეტროს შექმნის განზრახვა ყველასთვის ცნობილი იყო. ხოლო, 6 იანვარს ბრძანება გასცა, რომ გამოეშვათ პირველი 100 მილიონი პეტრო. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, თითოეული პეტრო ერთი ბარელი ნავთობით უნდა ყოფილიყო გამყარებული.

მიუხედავად ამისა, 9 იანვარს, ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტის ბრძანება უგულველებყო და პეტრო უკანონო ვალუტად სცნო. გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის მიმართ პარლამენტი ოპოზოციურად არის განწყობილი მოყოლებული ნიკოლას მადუროს სოციალისტურ პარტიაში მოღვაწეობიდან.

ვენესუელა ჰიპერინფლაციას განიცდის, დგას აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების წინაშე, თუმცა ქვეყანაში შეიმჩნევა ხალხის მიერ ბიტკოინის მასიური გამოყენების ტენდენცია. ამ პროცესს, ზოგიერთი მიიჩნვს, რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი”ბიტკოინალიზაციის” დასაწყისი.

მიუხედავად იმისა, რომ პეტროს მომავალი გაურკვეველია, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ნავთობის ვაჭრობისას კრიპტოვალუტის გამოყენების იდეა 2016 წლამდე არსებობდა. ეს აშკარა გახდა, როდესაც აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც საგანგაშო სიგნალი იყო ნავთობის ბაზრის სტაბილურობისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი