დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა არაკანონიერ კომპანიასთან დაკავშირებით საზოგადოება გააფრთხილა

    გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა ICAP Crypto-ს შესახებ გაფრთხილება გამოსცა. მარეგულირებლის განცხადების მიხედვით, ICAP Crypto ოპერირებს, როგორც ICAP Europe Limited-ის ბაზაზე დაფუძნებული კომპანია. თუმცა, როგორც გაირკვა, ICAP Crypto არაკანონიერი საქმით არის დაკავებული. ICAP Crypto-ს მსგავსი კომპანიები სხვა მსხვილი ფირმების სახელს იყენებენ და ასე ცდილობენ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ICAP Europe Limited არის ლეგალური კომპანია, რომელსაც…

    Read More

      საათების მწარმოებელი კომპანია Vacheron Constantin-ი Blockchain-ს დანერგავს

      საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Vacheron Constantin-ი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებს. ტექნოლოგიის დანერგვა პირველ რიგში მიზნად ისახავს ყალბი წარმოების საათებისგან კლიენტების დაცვას. კომპანია გეგმავს გამოაქვეყნოს სპეციალური განცხადება, რომელშიც საუბარი იქნება ციფრული სერტიფიკატის მნიშვნელობაზე. ამავე განცხადებაში უფრო დეტალურად იქნება განხილული Blockchain ტექნოლოგიისგან მიღებული სარგებელი. ამ ეტაპზე, როგორც Vacheron Constantin-ი იუწყება Blockchain-ის სისტემაში ატვირთული იქნება მწარმოებლისა და კლიენტის…

      Read More

        24 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

        პარასკევს, 24 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა დასძლია 8.000 დოლარის ზღვარი. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა. საბოლოოდ კი ბიტკოინის კურსის ნიშნული 8.018 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 8.42%-ით იყო შემცირებული. რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა….

        Read More

          ნიუ-იორკის მოქალაქეები Robinhood-ის პლატფორმით უფასოდ ისარგებლებენ

          ამერიკაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმამ, Robinhood-მა ნიუ-იორკში ოფიციალურად გამოაცხადა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ნულოვანი საფასური. ეს იმას ნიშნავს, რომ Robinhood-ი ნიუ-იორკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ შვიდი მსხვილი კრიპტოვალუტით და არ გადაიხადონ არანაირი საკომისიო გადასახადი. უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood კრიპტო სერვისი ხელმისაწვდომია ამერიკის 39 შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ფლორიდაში. ამ ეტაპზე Robinhood-ის სავაჭრო აპლიკაცია საშუალებას იძლევა…

          Read More

            23 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

            ხუთშაბათს, 23 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასების ზრდა არცთუ ისე დიდი იყო, თუმცა კურსის გაუმჯობესება აშკარად შეიმჩნეოდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი კვლავ ცდილობდა 8.000 დოლარის დონესთან მიახლოებას. დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასის ნიშნული 7.638 დოლარს შეადგენდა. დღის მეორე ნახევარში კი თანდათანობით ფასმა ზრდა დაიწყო და 7.946 დოლარზე დაფიქსირდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი…

            Read More