ბრაზილიაში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი იქნება
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ, რომელიც თანამდებობას 31 დეკემბერს დატოვებს, ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის მეთოდის გამოყენების ლეგალიზებას. ბრაზილიის ფედერალური მთავრობის ოფიციალური ჟურნალის 22 დეკემბრის პუბლიკაციაში, ბოლსონაროს ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ქვეყნის დეპუტატთა პალატის დამტკიცების შემდეგ. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პრეზიდენტს 29 ნოემბერს გაუგზავნა. კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, ბრაზილიის მაცხოვრებლები…
