Blockchain-ს ჟურნალისტიკაში საავტორო უფლებების დაცვისთვის გამოიყენებენ

0
2796

არგენტინაში NEM-ის ფონდმა ადგილობრივ ჟურნალისტთა პროფკავშირთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმების მიზანი არის საავტორო უფლებების დაცვის კუთხით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა.

პროფკავშირი იმედოვნებს, რომ Blockchain-ს შეუძლია გადაწყვიტოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

პროფკავშირის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ ავტორებს Blockchain ტენქოლოგიის ქსელში შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების ატვრითვა. თითოეული მათგანს კი ექნება უნიკალური QR კოდი და ციფრული ხელმოწერა, რომელიც დავის შემთხვევაში ავტორის დამატებითი გარანტია იქნება.

Blockchain-ი ჟურნალისტიკაში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, გასულ წელს “ფორბსმა” Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმასთან პარტნიორობას ხელი მოაწერა. შედეგად, “ფორბსის” ინტელექტუალური საკუთრება Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ქსელში იქნება დაცული.

ასევე გასული წლის აგვისტოში პრესის ასოციაციამ Blockchain სტარტაპ Civil-თან პარტნიორობა დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, რომ Blockchain ტექნოლოგია ჟურნალისტიკის სფეროს საკუთრების უფლებების დაცვაში დაეხმარებოდა. ტექნოლოგია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდასაჭერადაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი