დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საფულე, MetaMask-მა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ მთავარ კრიპტო კომპანიასთან დაიწყო. აღნიშნული კომპანიებია: Gnosis Safe-ი, Hex Trust-ი, GK8-ი და Parfin-ი.
MetaMask ინსტიტუციონალმა (MMI) ეთერიუმის საფულის MetaMask-ის ინსტიტუციურმა ვერსიამ, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ ახალი ინტეგრაცია დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებს (DAO) მართვის საკვანძო ინსტრუმენტებს გადასცემს DeFi აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
DAO წარმოადგენს ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვს იერარქიული სისტემა და დიდი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც სახსრების მოზიდვის ერთ-ერთი ახალი და წარმატებული სისტემები და ადმინისტრირების ინსტრუმენტი კრიპტოვალუტის პროექტებისთვის.
განცხადების თანახმად, MMI უზრუნველყოფს დაწესებულებებს წვდომას DeFi-სა და Web3-ზე მათი შესაბამისობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს.
საფულეები კი არის სერვისები, რომლებიც ინახავს პირად გასაღებებს და ხელს უწყობს ტრანზაქციის დამტკიცებასა და ხელმოწერას. ისინი გადამწყვეტია ორგანიზაციებისთვის კრიპტოვალუტების უსაფრთხო მოპოვებისა და უზრუნველყოფის საქმეში.
„DAO-ს და კრიპტო ინსტიტუტებს სურთ DeFi ინტეგრაციის ოქროს სტანდარტი. თუმცა მაინც ინარჩუნებენ ინდუსტრიის უსაფრთხოების სტანდარტს, როდესაც საქმე ოპერატიული და უსაფრთხოების რისკებისაგან ციფრული ვალუტების დაცვას ეხება”,- განაცხადა Gnosis-ის უსაფრთხო ეკოსისტემის ხელმძღვანელმა, ჯონ ენისმა.