ჩინეთის ერთ-ერთი რეგიონი ციფრული იუანის გამოყენებას გეგმავს

0
510

ჩინეთის ავტონომიურ ერთეულს, Macao-ს ციფრულ იუანთან დაკავშირებით გეგმები აქვს.

Macao-ს ერთ-ერთი კუნძულის მმართველმა, ჰო ლათ სენგმა განუცხადა ადგილობრივ დეპუტატებს, რომ მთავრობა აპირებს შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში. კანონმდებლობა Macao-ს რეგიონს ციფრული იუანის გამოყენების საშუალებას მისცემს.

”ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩინეთის სახალხო ბანკთან და დავიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკური საბუთების შეგროვებას, რათა ციფრული იუანის გამოყენება ჩვენს რეგიონშიც მოხდეს”,-განაცხადა ჰო ლათ სენგმა.

ჰო ლათ სენგის განცხადების თანახმად, ციფრული ვალუტის შემოღება რეგიონს დაეხმარება გადასახადების თავიდან აცილებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგთან ციფრული იუანის პირველი ტრანსსასაზღვრო გამოცდა დაასრულა. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩინეთის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მუ ჩანგჩუნმა გლობალური სტაბილკოინის წესების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უზრუნველყოფს სარეზერვო მსხვილ საცალო მომსახურებას, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა AliPay-ი და WeChat Pay-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი