ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური და თავდაცვის კონტრაქტორმა, Lockheed Martin–მა ხელი მოაწერა შეთანხმებას SyncFab–თან, “სილიკონის ველის” განაწილებულ საწარმოო პლატფორმასთან.
აღსანიშნავია, რომ “სილიკონის ველი” სან-ფრანცისკოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ინდუსტრიის მაღალტექნოლოგიური ობიექტებია განთავსებული.
კომპანია შვეიცარიის მასშტაბით მიმწოდებლის შესაძლებლობების გამარტივებაზე მუშაობს, რათა Blockchain ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ხელშეკრულების თანახმად, SyncFab-ი უზრუნველყოფს Lockheed Martin-ის პირდაპირ წვდომას მიწოდების ჯაჭვის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის Blockchain-ზეა აგებული.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მონაცემთა დაცვის მიზნით აშშ-ს კოსმოსურმა ძალებმა Blockchain კომპანია Xage Security-სთან თანამშრომლობა დაიწყო.
კომპანია პროექტისთვის Blockchain ქსელზე დაფუძნებულ Xage Security Fabric გადაწყვეტილებას გამოიყენებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ Xage Security Fabric-ს აქვს ერთიანი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ყველა სისტემა და ჰაკერებს ინფორმაციის მიღების საშუალება არ მისცეს.
პროექტი უზრუნველყოფს სატელიტების უსაფრთხოდ ფუნქციონირებასაც.