KuCoin-ი კვლავ ჰაკერების თავდასხმის ობიექტია

0
1240

ციფრული ვალუტის ბირჟამ, KuCoin–მა ოფიციალური განცხადება გააკეთა. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირჟაზე ჰაკერების თავდასხმა კვლავ გრძელდება. ამიტომ საქმეში სამართალდამცავების დაუყოვნებლივ ჩართვა გახდა საჭირო.

KuCoin– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი ლიუმ განაცხადა, რომ ბირჟას აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ადგენს თუ ვინ გატეხა ბირჟის სისტემა.

უნდა აღინიშნოს, რომ KuCoin–ზე თავდასხმა არის დეცენტრალიზებული ბირჟის პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომლის სახსრებიც ფულის გათეთრებისთვის გამოიყენეს.

როგორც ცნობილი გახდა, ჰაკრებმა ბირჟიდან 200 მილიონი დოლარის აქტივები მოიპარეს.

რამდენიმე დღის წინ მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ კრიპტოვალუტის გლობალური წამყვანი ანალიტიკური კომპანია, Chainalysis-ი თავის წარმომადგენლობას მთელ მსოფლიოში აფართოებდა.

ორი ახალი ოფისის შექმნით, Chainalysis-მა აიღო ვალდებულება სრულად დაეხმაროს ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბიზნესებს, სამთავრობო უწყებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს.

Chainalysis-ის განცხადებაში საუბარი KuCoin-საც შეეხო.

“KuCoin–ის გატეხვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კრიპტო ბირჟებს, სამართალდამცავ და ფინანსურ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში სჭირდებათ გამოკვლევები და შესაბამისი ინსტრუმენტები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხსნით ახალ ოფისებს სინგაპურსა და ტოკიოში”,-აღნიშნული იყო Chainalysis-ის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი