Kraken-ის წარმომადგენელი: ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაუმჯობესდება

0
694

ციფრული ვალუტის ბირჟის, Kraken-ის წარმომადგენელმა, დენ ჰელდიმ განაცხადა, რომ მას სჯერა ბიტკოინის წარმატებისა. მისი თქმით, აქამდეც შეეძლო კრიპტოვალუტას ექვსნიშნა ფასი ჰქონოდა.

დენ ჰელდი მედიასთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ბიტკოინის ფასი გაიზრდება და ის 1.000.000 აშშ დოლარს მიაღწევს.

დაახლოებით ერთი თვის წინ Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი ფოუელმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბიტკოინი გრძელვადიან პერიოდში ოქროზე მეტად ღირებული აქტივი გახდება.

მისი თქმით, ბიტკოინი გახდება ისეთივე გამოყენებადი ვალუტა, როგორც აშშ დოლარია.

გარდა ბიტკოინის მხრიდან სარგებლის მიღებისა, ჯესი ფოუელი აცხადებდა, რომ დოლარის მანიპულირების წინააღმდეგ ერთადერთი შესაძლებლობა ბიტკოინი არის.

მაისის ბოლოს მედიასთან საუბრის დროს Twitter–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, ბიტკოინს white paper-ის პოეზია უწოდა.

”ვფიქრობ, ბიტკოინის white paper-ი ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,” – აღნიშნა საუბრის დროს ჯეკ დორსიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი