მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სინგაპური არის Kakao-ს გლობალიზაციის დღის წესრიგის შემდგომი ნაბიჯი.
The Korea Herald–ის თანახმად, Kakao-მ Blockchain-ზე დაფუძნებული ერთეული Klaytn Foundation-ი და Krust-ი შექმნა.
Klaytn Foundation-ი არის არაკომერციული ორგანიზაცია, ხოლო Krust-ი ემსახურება მას, როგორც Blockchain ტექნოლოოგის ამაჩქარებელი.
Kakao გეგმავს ორივე ერთეულის სინგაპურში Klaytn-ის Blockchain პროექტის ფართო გამოყენებისთვის ამუშავებას. აგვისტოს დასაწყისში Kakao-ს წარმომადგენელები აცხადებდნენ, რომ ისინი მუშაობდნენ აქტიურად და სისტემატურად Klaytn-ის ქსელის გაფართოებაზე.
”ჩვენ აქტიურად ჩავდებთ ჩვენს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს Blockchain-ის ბიზნესში, რათა დაჩქარდეს ჩვენი ეკოსისტემის ზრდა და ტექნოლოგიის განვითარება,” – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
შეგახსნებთ რომ, Kakao სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ჩეთის აპლიკაციას, KakaoTalk-ს მართავს.
ამასთანავე, ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Kakao საკუთარი Blockchain პლატფორმის შექმნას აპირებდა.