JPMorgan-ის კრიპტოვალუტის სტრატეგიის ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0
1927

აშშ-ს საბანკო ჯგუფმა და საფინანსო მომსახურების ფირმამ JPMorgan Chase-მა ახლახანს შექმნა კრიპტო-აქტივების სტრატეგიის ხელმძღვანელის პოზიცია.

ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

JPMorgan-მა ლონდონელ ოლივერ ჰარისს შესთავაზა ახალი პოზიცია. ჰარისი JPMorgan-ის Blockchain-ის Quorum-ის პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელმაც გასულ თვეში JP Morgan Chase-ის და კანადის ეროვნული ბანკის ერთობლივი პროექტი იყო.

Business Insider-ის ინფორმაციით, ჰარისი შექმნის და განახორციელებს ახალ კრიპტოვალუტის პროექტებს ბანკისთვის, მანამ სანამ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საქმიანობა პოპულარული იქნება. ჰარისი თავის გუნდთან ერთად შექმნის სისტემას, რომლის დახმარებითაც Blockchain-ის გამოყენება JPMorgan-ის გადახდების სისტემაში შესაძლებელი იქნება.

JPMorgan-ის თანათავმჯდომარემ, დენიელ პინტომ, ცოტა ხნის წინ, CNBC-სთან ინტერვიუში კრიპტოვალუტასთან მიმართებაში პოზიტიური განწყობა გამოამჟღავნა. თუმცა, პინტომ იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მიღება ახლანდელი, არსებულ ფორმით არცთუ სახარბიელოა.

შეგახსენებთ, რომ JPMorgan-ი ზოგადად, სკეპტიკურად იყო განწყობილი კრიპტოვალუტის მიმართ. ჯერ კიდევ თებერვალში JPMorgan-მა კრიპტოვალუტის ყიდვა საკრედიტო ბარათის მეშვეობით აკრძალა.

გარდა ამისა, 2017 წელს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის წლიურ ანგარიშში კრიპტოვალუტა “რისკ ფაქტორად” იყო მოხსენიებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი