Fujitsu-ს ცენტრალური ევროპის ჯგუფის ხელმძღვანელი IOTA Foundation-ს შეურთდა

0
728

IOTA Foundation-ის ორგანიზაციამ Fujitsu-ს ცენტრალური ევროპის ჯგუფის ხელმძღვანელი როლფ ვერნერი დაიქირავა.

ბლოგპოსტში, აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ვერნერის უსაზღვრო ენთუზიაზმი IOTA-ს პროექტისთვის უდიდესი მნიშვნელობის მომტანი იქნება, რადგან როლფ ვერნერი DLT-ს სივრცეში ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალია.

Fujitsu Technology Solutions-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, როლფ ვერნერი მუშაობს მეორე მნიშვნელოვანი პროექტზე, რომელიც IOTA-ს შეეხება და, რომელიც 2018 წლის იანვრიდან დაიწყო.

IOTA-ს მთავარი შეთავაზება არის Tangle, ე.წ. ბლოკირებული განაწილებული ლეჯერი.

“დეცენტრალიზებული და დაცული განაცხადების შესაძლებლობები IOTA Tangle-ზე, როგორც განაწილებულ ლეჯერ ტექნოლოგიაზე, საკმაოდ დიდია”, – განაცხადა როლფ ვერნერმა.

“ეს ყველაფერი შორს არის ერთი მექნიზმიდან მეორე მექანიზმზე უბრალო ტრანსფერისგან და მოიცავს, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვში თაღლითური გამოვლინების მონიტირონგს და საიდენტიფიკაციო უსაფრთხოების მართვას”,- აღნიშნავს ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ Fujitsu საკმაოდ აქტიურია Blockchain-ის სფეროში. კომპანიამ გასულ თვეს ბელგიაში Blockchain-ის ინოვაციური ცენტრის გახსნა დაანონსა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი