მაისში ICO-ს ბაზარი მკვეთრად გაიზარდა

0
966

თავდაპირველი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ბაზარი პოზიტიურ ტენდენციებს აჩვენებს. ეს კი ინვესტორების დადებით განწყობაზე მეტყველებს.

ICO-ს ბაზრის შესახებ ანგარიში ICObench-მა გამოაქვეყნა.

21 მაისის მონაცემებით, ICO-ს წარმატების მაჩვენებელი გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის ბაზარი აპრილთან შედარებით დაახლოებით 17%-ით არის გაზრდილი.

ამასთანავე, ICObench-ის მონაცემებით, მაისში ICO პროექტების რაოდენობამ 157-ით მოიმატა.

უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი ანალიტიკოსი ICO-სა და რომელიმე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასის ზრდას ერთმანეთთან კავშირში განიხილავს. მაგალითად, BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეისმა 2018 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ICO-ს ბაზრის ზრდასთან ერთად ეთერიუმის ღირებულებაც გაიზრდებოდა.

“თუკი პირველადი მონეტარული შეთავაზების ბაზარი 18 თვეში გაიზრდება ეთერიუმი ისევ “აგრესიულად” დაიწყებს ვაჭრობას”,- აღნიშნა არტურ ჰეისმა.

ჰეისმა ასევე დაანონსა, რომ მომდევნო 12-18 თვეში ზოგადად კრიპტოვალუტის ბაზარი გაიზრდებოდა. ფაქტობრივად, ჰეისის პროგნოზი მართალი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი 250 დოლარია, ხოლო ზოგადად კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 250 მილიარდ დოლარს უახლოვდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი