HSBC: ბანკი კრიპტოვალუტით არ არის დაინტერესებული, თუმცა ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს

0
2659

HSBC-ის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი ჯოშ ბოთომლი აცხადებს, რომ ბანკი სიფრთხილით ეკიდება კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევებს.

ამის შესახებ ჯოშ ბოთომლიმ Forbes-სთან საუბარში აღნიშნა.

Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოთომლიმ განაცხადა, რომ HSBC-ი დიდი სიფრთხილით ეკიდება კრიპტოვალუტის სფეროს. ეს იყო პასუხის კუთხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბანკს ციფრული ვალუტის მიმართ.

თუმცა, HSBC-ის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელმა შემდგომში აღნიშნა, რომ არსებობს კრიპტოვალუტის გამოყენების ისეთი შემთხვევები, რომლებიც მართლაც სასარგებლოა კონკრეტული მიზნისთვის.

მაგრამ ჯოშ ბოთომლიმ იქვე დაამატა, რომ არსებობს სპეკულაციური ბაზარი და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბანკი არ არის კრიპტოვალუტით დაინტერესებული.

“ამ ეტაპზე ბანკი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ კრიპტოვალუტა არის საინვესტიციო აქტივი. თუმცა, ეს დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს”,-აღნიშნა HSBC-ის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელმა.

HSBC-ის წარმომადგენელმა Forbes-სთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ბანკი არ ახორციელებს კრიპტოვალუტებისთვის დენომინირებულ გადახდას.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ HSBC-ი კვლავ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს კრიპტოვალუტის მიმართ ამის პარალელურად, Blockchain ტექნოლოგიის ტესტირებას სხვადასხვა მიმართულებით ახდენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი