Hedera და სამხრეთ კორეის Shinhan Bank-ი სტაბილკოინის საპილოტე პროგრამის შექმნაში ერთმანეთს პარტნიორობას უწევენ.
სამხრეთ კორეის Shinhan Bank-მა და Hedera Hashgraph-მა დაასრულეს კონცეფციის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ფულადი გზავნილების განსახორციელებლად სტაბილკოინების გამოყენებით Hedera-ს ქსელშია შექმნილი.
სამხრეთ კორეის Shinhan Bank-ის მიერ ფულადი გზავნილების კონცეფციის ახალ მტკიცებულებას შეუძლია ფულის გაგზავნა საერთაშორისო მასშტაბით წამებში, Hedera-ს ქსელის გამოყენებით.
Hedera ამტკიცებს, რომ საშუალო საკომისიო თითო ტრანზაქციაზე ქსელში არის 0.0001 დოლარი, ხოლო ტრანზაქციის საშუალო დრო 3-5 წამია. ორივე დიდი გაუმჯობესებაა, შედარებით იმასთან, რაც ამჟამად, ხელმისაწვდომია ტრადიციული ფულადი გზავნილებისთვის.
Hedera-მ განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა სტაბილკოინების გამოშვება და გავრცელება ფინანსური სარგებლობის შემთხვევებისთვის უფრო დაბალი საკომისიო და უფრო მოკლე შესრულების დროით, ვიდრე არსებულ და მიმდინარე სისტემებს აქვთ.
შეგახსენებთ, რომ Hedera Hashgraph-ი არის ფსონის დამადასტურებელი, მაღალი უსაფრთხოების საჯაროდ განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიების ქსელი.