Goldman Sachs-ი: ოქროსა და ბიტკოინის თანაარსებობა შესაძლებელია

0
1527

“შეიძლება თუ, არა რომ ოქრო და ბიტკოინი თანაარსებობდნენ?”,- Goldman Sachs-ი ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია.

გლობალურმა ინვესტორებმა შეამცირეს ოქროს მოპოვება ბიტკოინის სასარგებლოდ, მაგრამ აქვს თუ არა ციფრულ მონეტას ოქროზე გავლენის მოპოვების შანსი?

Goldman Sachs–ის განცხადების თანახმად, 2020 წელს ბიტკოინის პარაბოლურმა ტალღამ არ დააზარალა ისეთი ძირითად ტრადიციული აქტივი, როგორიცაა ოქრო.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა, Goldman Sachs-მა ინვესტორებს გაუგზავნა შენიშვნა, რათა კლიენტები დაერწმუნებინა ბიტკოინის უვნელობაში. კონკრეტულად იმ საკითხში, რომ კრიპტოვალუტა ოქროსთვის არ წარმოადგენს “ეგზისტენიციალურ საფრთხეს”.

კომპანიას სჯერა, რომ თანამედროვე ციფრულ ფინანსურ ბაზარსა და ოქროს შეუძლია თანაარსებობა. თუმცა ამის მიუხედავად, Goldman Sachs-მა დასძინა, რომ შესაძლებელია თავდაპირველ ეტაპზე ბიტკოინმა მოიპოვოს ინვესტორებისაგან ოქროს აქტივები და ჩაანაცვლოს ისინი:

”ოქროს და რეალური ფულის ბოლოდროინდელი ინფლაცია შეიძლება ზოგიერთ ინვესტორს აფიქრებინებს, რომ ბიტკოინი ცვლის ოქროს, მაგრამ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხდება გარკვეული ჩანაცვლებები ამ ეტაპზე, ეს სამომავლოდ სრულიად არ უქმნის საფრთხეს ისეთ მამოძრავებელ ძირითად ვალუტას როგორიც ოქროა”,- ნათქვამია Goldman Sachs-ის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი