FTX მომხმარებელთა ვინაობა კვლავ კონფიდენციალური რჩება

0
714

FTX-ის ცხრა მილიონამდე მომხმარებლის სახელები კონფიდენციალური იქნება მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მოსამართლე ჯონ დორსიმ დელავერის სასამართლოში მიიღო. შუამდგომლობა თავად გაკოტრებულმა კრიპტო კომპანიამ წამოაყენა, რათა მათი მომხმარებლების კონფიდენციალურობა შეენარჩუნებინა, რაც შეიძლებოდა მეტ ხანს.

მოსამართლე დორსიმ განაცხადა, რომ მას კვლავ „არ სურს ამ ეტაპზე“ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რადგან ამან შესაძლოა, კრედიტორები რისკის ქვეშ დააყენოს.

”ჩვენ ვსაუბრობთ პირებზე, პიროვნებებზე, რომელთა კონფიდენციალურობისა და ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში მათ გარკვეული რისკის ქვეშ დავაყენებთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე დღით ადრე, FTX-ის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნება შექმნიდა პირადობის ქურდობის ან პიროვნების ან მისი ქონების უკანონო დაზიანების რისკს და რომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს თავისი ფართო დისკრეცია აშშ-ის გაკოტრების კოდექსის მიხედვით, რათა დაიცვას ისინი.

მოსამართლემ ამჯერად გაითვლისწინა გაკოტრებული კრიპტო კომპანიის იურისტების რეკომენდაცია. თუმცა სასამართლოს საქმის წარმოებიდან გამომდინარე მათი ვინაობა შესაძლოა, მომავალში გახდეს ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი