აშშ-ს მარეგულირებელი: DeFi- უნდა იყოს გამჭვირვალე

0
1139

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის, კომისარმა ქეროლაინ ქრენშოუმ ხაზი გაუსვა დეცენტრალიზებული ფინანსების სარგებელს.

მან გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საზოგადოება მარეგულირებელი სისტემის შეუსრულებლობის საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.

სტატია, “DeFi Risks, Regulations, and Opportunities”, პირველია Blockchain სამართლის საერთაშორისო ჟურნალის საინაუგურაციო ნომერში.

პუბლიკაციაში ქრენშოუ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ DeFi საზოგადოებამ გამჭვირვალობისა და ფსევდონიმურობის საკითხები მარეგულირებელი უწყების მიერ შემუშავებული წესების დაცვით უნდა მოაგვაროს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ზაფხულში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების უკანასკნელი მცდელობისას ტაილანდის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანიზაციამ ყურადღება დეცენტრალიზებული ფინანსებისკენ გადაიტანა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ გამოაცხადა, რომ DeFi-სთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისათვის ფინანსური მარეგულირებლისგან ლიცენზიის მიღება საჭირო გახდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი