COVID-19 არაკომერციულ ორგანიზაციებს კრიპტოვალუტით თანხების მიღებისკენ უბიძგებს

0
721

კრიპტოვალუტის შემოწირულობების დაშვებით არაკომერციულმა სუბიექტებმა შესაძლოა, მხარდამჭერთა აუთვისებელი ბაზარი გამოიყენონ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, არაკომერციული ორგანიზაციების მზარდმა რაოდენობამ დაიწყო კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული შემოწირულობების მიღება.

The Giving Block-ის თანადამფუძნებლის, ალექს ვილსონის თანახმად, COVID-19 პანდემიამ ამ ტენდენციას უფრო მეტად უბიძგა, ვიდრე ოდესმე.

პანდემიის პრევენციის ზომების დაჩქარება დაიწყო 2020 წლის მარტში, რის შედეგადაც ბევრი ბიზნესი დაიხურა და გლობალურ ბაზარზე არეულობა გამოიწვია. ბიზნესი და არაკომერციული ორგანიზაცია შემოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიდა ვირუსის გაჩენის შემდეგ.

”საინტერესოა, რომ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში COVID ვირუსი საკმაოდ მნიშვნელოვანი კატალიზატორი აღმოჩნდა არაკომერციული ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახლა უკვე ციფრულ ვალუტას იღებენ, რადგან ბევრი მათგანი ეძებს ალტერნატიულ გზას ანაზღაურების მისაღებად და თავიანთი კაპიტალის დივერსიფიკაციას ახდენენ ახალ ვალუტაში – კრიპტოში“, – აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ალექს ვილსონმა.

თუმცა მიუხედავად ვირუსის გააქტიურებისა, ბაზარზე აღნიშნული პრცენდენტი ახალი არაა, კომერციულმა სუბიექტებმა კრიპტოვალუტის მიღება ჯერ კიდევ 2017 წლეს დაიწყეს, მაგრამ ახლანდელი მასშტაბები მაშინდეს ბევრად აღემატება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი