Coinbase-მა სტუდენტებს შორის კრიპტოვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა

    კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-მა, უმაღლესი განათლების კვლევის დროს, რომელიც სტუდენტების ინტერესებსა და სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლებას მოიცავადა კვლევა ჩაატარა, რომელიც თავის მხრივ, Blockchain-სა და კრიპტოვალუტას ეხებოდა.

    კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტების 40%-ში Blockchain-თან ან კრიპტოვალუტასთან დაკავშრებით მინიმუმ ერთი კურსს სტუდენტთა 25% გადის.

    Coinbase-ის კვლევა საკმაოდ მრავალმხრივი იყო. ბირჟა განსაკუთრებით ინტერესდებოდა სტუდენტების მოსაზრებებით, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი კლებას განიცდიდა.

    როგორც Coinbase-ი განმარტავს, სტუდენტები დაინტერესებულები არიან კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის კურსებით. მოთხოვნის გამო, სხვადასხვა წამყავნი უნივერსიტეტი თანხმდება იმაზე, რომ Blockchain-სა და ციფრულ ვალუტაზე ლექციები აკადემიურ დონეზე მიმდინარეობდეს.

    მკვლევარებმა ჯამში 675 სტუდენტი გამოკითხეს 50 სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. Coinbase-ის მკვლევარები ასევე გამოკითხული სტუდენტების ლექტორებსაც პირადად გაესაუბრნენ.

    ბიზნეს სკოლის პროფესორმა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან აღნიშნა, რომ მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კურსის გავლას ითხოვდა 35-დან 230-მდე გაიზარდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *