აშშ-ში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟის Coinbase-ის სინგაპურის ფილიალმა „პრინციპული დამტკიცება“ მიიღო სინგაპურში კრიპტო სერვისების უზრუნველსაყოფად.
დამტკიცება ბირჟამ ცენტრალური ბანკისგან და სინგაპურის სავალუტო ორგანოსგან (MAS) მიიღო.
მედიასთან საუბრისას, ჰასან აჰმედმა, სინგაპურის Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბირჟების რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განაცხადა, რომ სინგაპური არის საკვანძო ინსტიტუციური ბირჟების ბაზარი აზიაში.
“Coinbase-ის სინგაპურის ფილიალი აზია-წყნარი ოკეანის ტექნიკურ ცენტრს წარმოადგენს, რომელსაც ინჟინრების ადგილზე მყოფი გუნდი ჰყავს. ისინი პასუხისმგებელნი არიან მის საერთაშორისო გაფართოებაზე და პლატფორმის ლოკალიზაციაზე, ასევე ტექნიკურ და სხვა მომსახურებას უწეენ ახლომყოფი არეალების ფილიალებს”,- განაცხადა აჰმედმა.
როგორც ცნობილია, სინგაპურმა, ცოტა ხნის წინ, დაუშა გამონაკლისი Coinbase-სათვის და პლატფორმა უკვე უწევდა მომსახურებას ადგილობრივ მომხმარებელს.
თუმცა MAS-ის მიერ მინიჭებული ეს დამტკიცება კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო ღრმა და ლეგალური ურთიერთობები დაამყაროს ადგილობრივ ბიზნესთან.
ამადის განცხადების მიხედვით, ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ადგილობრივ კრიპტო პლატფორმებთანაც და განვითარებაში დაეხმარებიან.