Celsius Network-ის ხელმძღვანელები: პლატფორმას დანაკარგები არ ჰქონია

0
802

კრიპტო ბაზრის ექსტრემალური ცვალებადობის შედეგებს, როგორც ჩანს, დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია Celsius Network-ზე, რასაც მისი ხელმძღვანელი ადასტურებს.

ქსელის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალექს მაშინსკი გამოეხმაურა “ტვიტერის” პოსტს, რომელშიც ეწერა, რომ ცელსიუსის ქსელი კრიზისის გამო სრულად დაიხურა. მაშინსკიმ მის 172 000-ზე მეტ მიმდევარს აცნობა, რომ Celsius Network-ი მსგავსს არაფერს განიცდის, რომ მათი მომხმარებლების ინვესტიციები საიმედოთაა დაცული პლატფორმაზე.

მაშინსკიმ აღიარა, რომ მიმდინარე პერიოდში კრიპო ბაზარი უკიდურესად არასტაბილურია, რომელიც არასახარბიელო ზეგავლენას Terra-სა და stablecoin TerraUSD-ზე.

LUNA-ს ფასი ბოლო 24 საათში 93%-ზე მეტით დაეცა და 2,18 დოლარი შეადგინა, რამაც მასობრივი გაყიდვა გამოიწვი. UST-ი კი დაახლოებით 40%-ით დაეცა და 0,55 დოლარი ღირდა.

Terra-ს თანადამფუძნებელმა, დო კვონმა, საზოგადოებას “აღდგენის გეგმაზე” მიანიშნა, მოგვიანებით კი დასძინა, რომ მან მხარი დაუჭირა საზოგადოების წინადადებებს პროექტის მოპოვების შესაძლებლობების გაზრდის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი