Celsius-ის ფინანსური გამოძიების საქმეში შესაძლოა, დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთოს

0
929

რწმუნებულმა, რომელიც აწარმოებს Celsius-ის მიმდინარე ფინანსურ პროცესს, მოითხოვა დამოუკიდებელი ექსპერტის მოყვანა.

უილიამ ჰარინგტონის მიერ ხუთშაბათს შეერთებული შტატების სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში, აშშ-ს რწმუნებული სთხოვს მოწვეულ ექსპერტს გაკოტრების საქმის კონტექსტში განიხილოს ბრალდებები არაკომპეტენტურობისა ან არასწორი მენეჯმენტის შესახებ.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის საკითხებიც.

ექსპერტს ნიშნავს სასამართლო, რათა წარდგენილი რთული საქმეების დეტალები გამოიძიოს.

ექსპერტს შეუძლია სასამართლოსთვის ინფორმაციის წარდგენა დამოუკიდებელი თვალსაზრისით.

შუამდგომლობის მიხედვით, ექსპერტის მოწვევა სასარგებლო იქნება მონაწილე მხარეებისთვის საქმის სირთულიდან გამომდინარე, რადგან დამოუკიდებელ ექსპერტს შეუძლია ზოგად სასამართლო ექსპერტიაზე უფრო ღრმად გამოკვლეული ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს.

უილიამ ჰარინგტონმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტს შეუძლია დაადგინოს უნდა წარედგინოს თუ არა კომპანიას იურიდიული პრეტენზიები მენეჯმენტის კუთხით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი