ანალიტიკოსი მარკ მობიუსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს ოქროთი გამყარება სჭირდება.ციფრული ვალუტის რისკებთან დაკავშირებით მობიუსი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის მიღმა კიდევ რაიმე უნდა არსებობდეს.როდესაც CNBC–ს ჟურნალისტმა მარკ მობიუს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა იგი, რომ ბიტკოინს აქვს ღირებულება, ცნობილმა ინვესტორმა თავიდან აიცილა კითხვაზე პასუხის გაცემა. შემდეგ კი...
ესპანეთის საფეხბურთო გუნდი მადრიდის ატლეტიკო პარტნიორობას Blockchain პლატფორმა, Socios.com–თან იწყებს. თანამშრომლობის მიზანია გუნდის გულშემატკივრებისთვის Fan Token-ის შექმნა.გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის შემოდგომაზე Fan Token-ის გამოშვება დაიწყება.ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ტოკენის ღირებულება 2 ევრო იქნება. ტოკენი გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სერვისზე ჰქონდეთ წვდომა, როგორიცაა მაგალითად, სასურველ მატჩზე...
ოთხშაბათს, 4 სექტემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.ბიტკოინი კვლავ ცდილობს, რომ 11.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს. თუმცა კრიპტვალუტის ფასი კვლავ 10.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.9%-ით არის გაზრდილი.ციფრული...
ცენტრალური აფრიკაის ტერიტორიაზე მდებარე ბურუნდის რესპუბლიკამ ქვეყანაში კრიპტოვალუტით სავაჭრო საქმიანობის განხორციელება აკრძალა.აკრძალვის მიზეზად კი რისკები დასახელდა.Bloomberg–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურუნდის მოქალაქეებმა, რომლებაც კრიპტო სავაჭრო საქმიანობის შემდეგ დიდი რაოდენობით ფული დაკარგეს მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.ამის შემდეგ კი მთავრობამ ციფრული ვალუტით ვაჭრობა აკრძალა. აკრძალვის არგუმენდტად კი დასახელდა ის რისკები, რომელთაგან...
ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა თხუთმეტი ადამიანი დააკევს. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან კრიპტოვალუტის მაინინგის არასანქცირებულ წარმოებაში.უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულები ინტერნეტ-კაფეების ადმინისტრატორები არიან.ადგილობრივი კრიპტო ინდუსტრიის საინფორმაციო გამოშვებამ, 8BTC-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ჰუნანის პროვინციის სამხრეთ-ცენტრში კორუფციული ჯგუფი ამხილა.ამ ეტაპზე, გაირკვა, რომ ჯგუფს ქსელი ჰქონდა შექმნილი, რომელშიც 9000–ზე მეტი კომპიუტერის მომხმარებელი მონაწილეობდა.ცოტა...
მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარშალის კუნძულების მთავრობა ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს. ეს ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მარშალის კუნძულები წლის ბოლომდე ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს. ქვეყნის პარლამენტმა თავდაპირველად დაამტკიცა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა.როგორც ცნობილია, ეროვნულ კრიპტოვალუტას Sovereign-ი ერქმევა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი...
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, ქრისტინ ლეგარდიმ განაცხადა, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა დაიცვან მომხმარებლები, მაგრამ ასევე გახსნილები უნდა იყვნენ ისეთი ინოვაციებისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტა.ქრისტინ ლაგარდიმ ევროპარლამენტის ეკონომიკურ და მონეტარულ საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ ცენტრალური ბანკები და ფინანსური მარეგულირებლები მაქსიმალურად გახსნილები...
კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა.ბიტკოინიამ ეტაპზე ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, როგორც ბიტკოინის ფასის მატებას, ისე კლებას. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაიკლებს ფასის სამიზნე ნიშნული 9.080 აშშ დოლარი იქნება. თუმცა კურსი თუ კიდევ ჩამოსცდება ამ ნიშნულს სავარაუდო დონე 7.451 დოლარი იქნება.პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ფასი ...
ჰოლანდიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი 2020 წლის 10 იანვრიდან ციფრული ვალუტის ბირჟების რეგულირებას დაიწყებს.De Nederlandsche Bank–მა განმარტა, რომ სექტორის შესაბამისი კომანიები უნდა დარეგისტრირდნენ დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ ქვეყანაში ლეგალურად საქმიანობის გაგრძელება.De Nederlandsche Bank-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:”უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ...
ინდოეთში ბიტკოინზე ვაჭრობას ანიჭებენ უპირატესობას. ბოლო მონაცემების თანახმად, ბიტკოინში გაცილებით მეტი ინვესტიცია იდება, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტებში.ეს ინფორმაცია გამოკითხვას ეფუძნება, რომელიც Huru India–მ ჩაატარა.უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტები მთლიანობაში მეოთხე ყველაზე სასურველი აქტივია. თუმცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა არ იცის რა არის კრიპტოვალუტა.გამოკითხულთა დაახლოებით 10% ამბობს, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელებას მომდევნო...