ტაილანდის უძველესი ბანკი გეგმავს გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitkub-ის აქციონერი.ოფიციალური განცხადების თანახმად, Siam Commercial Bank-ის SCB X Group-ი ტაილანდში დაფუძნებული კრიპტო ბირჟის Bitkub-ის 51%-ს იყიდის. თანხა 17,85 მილიარდ ბატს შეადგენს, რაც დაახლოებით 536,7 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.Siam Commercial Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ართიტ ნანტავიტაიამ განაცხადა, რომ...
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის გადახდის კომპანია, Paytm-ი ბიტკოინის სერვისების დანერგვას განიხილავს.ინდოეთის წამყვანმა ციფრული გადახდების კომპანია Paytm-მა განაცხადა, რომ განიხილავს ბიტკოინის სერვისების შემოღებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მარეგულირებელი სისტემა უფრო მკაფიო იქნება.ჰასლინდა ამინსა და რიშაად სალამატთან საუბრისას Bloomberg TV-ზე მიცემულ ინტერვიუში, Paytm-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, მადჰურ დეორამ...
სამხრეთ კორეის ფინანსური სერვისების კომისიამ საჯარო განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NFT-ი არ არის ციფრული ვალუტა და შესაბამისად, მას არ შეეხება რეგულაცია.NFT-ის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) განახლებული გაიდლაინების განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი.FATF-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ NFT-ი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ზოგადად არ განიხილება ციფრულ ვალუტად. ...
ამერიკელმა სენატორმა რეზოლუცია კაპიტოლიუმის კომპლექსში კრიპტო გადახდების დაშვების შესახებ წარადგინა.შეერთებული შტატების ტექსასელმა სენატორმა, ტედ კრუზმა, სენატის სხდომაზე წარადგინა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა კრიპტოვალუტის გადახდების მიღებას კაპიტოლიუმის კომპლექსში მდებარე ყველა საჩუქრის მაღაზიასა და რესტორანში.თუმცა რეზოლუცია, სახელწოდებით „კრიპტოვალუტის მიღება კონგრესში, როგორც გადახდის ფორმა" კაპიტოლიუმის კომპლექსის ადმინისტრაციას კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად გამოყენებას უკრძალავს.„მომხმარებლებს...
ავსტრალიის ახალი სამხრეთი უელსის სენატორი, ენდრიუ ბრეგი ამტკიცებს, რომ სანდოობასა და ვალიდობას ქვეყნის განვითარებადი ციფრული ვალუტის სექტორში მკაცრი რეგულაციები მოიტანს.ადგილობრივ გამოცემა Finder-თან საუბრისას, ავსტრალიის, ტექნოლოგიებისა და ფინანსური ცენტრის სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა, რომ ქვეყნის კრიპტო სექტორს უკვე გააჩნია ის მზადყოფნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ახალი რეგულაციების შემოღება, რათა...
შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ტოპ ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში კრიპტო ექსპერტის პოზიციაზე 1000-ზე მეტი ვაკანსია გამოაცხადეს.Bloomberg-ის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტები მნიშვნელოვან ბონუსებს კრიპტოტალანტების მოსაზიდად გამოიყენებენ.Johnson Associates-ის შეფასებით, კრიპტო პოზიციებზე ხელფასი 20%-დან 30%-მდე უფრო მეტია, ვიდრე იმ პოზიციებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული ციფრულ ვალუტასთან. ასევე ბევრი წამყვანი თანამდებობის...
სალვადორის მთავრობა ბიტკოინთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს, რომელიც სკოლების მშენებლობას აქტივზე მიღებული მოგების გამოყენებით გულისხმობს.პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს განცხადებით, სახელმწიფოს Bitcoin Trust-ის ანგარიშიდან მიღებული მოგება 20 სკოლის მშენებლობას მოხმარდება.„როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ჩვენ არ გვქონდა იმდენი ფული FIDEBITCOIN-ში (სახელმწიფო BTC Trust ანგარიში), რამდენიც ახლა გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ...
JPMorgan-ის განცხადებით, ბიტკოინის "სამართლიანი ფასი" 35.000 დოლარია.ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan-მა ბიტკოინის ფასი დაადგინა, რომელიც იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამჟამინდელი კურსი.ინვესტორებისთვის მიცემულ ანგარიშში, როგორც ბანკის პერსპექტივის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია ალტერნატიულ ინვესტიციებზე, სტრატეგებმა განაცხადეს, რომ 2022 წლისთვის ციფრული ვალუტის სექტორმა უკეთესი შედეგი უნდა აჩვენოს.მათ ასევე განაცხადეს, რომ ბიტკოინის "სამართლიანი...
ლაოსის მთავრობის ბიუჯეტი 2022 წლისთვის კრიპტო მაინერებისგან 194 მილიონ დოლარს მიიღებს.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონმდებლები გეგმავენ დამატებითი შემოსავლის გამოყენებას პრიორიტეტული პროგრამებისთვის, მათ შორის ეროვნული ვალის გადახდასა და პანდემიაზე რეაგირებისთვის.ლაოსის მთავრობის საპილოტე პროექტი კრიპტოვალუტის მაინინგისა და ვაჭრობის შესასწავლად, სავარაუდოდ, მოიტანს დაახლოებით 194 მილიონ აშშ დოლარს ქვეყნის მთლიანი შიდა...
2016 წლიდან სინგაპურის სავალუტო ორგანო სტაბილკოინის იდეას განიხილავს.სინგაპურის პირველი ნაბიჯი იყო პროექტი სახელწოდებით "Project Dunbar-ი", რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო შიდა საცალო CBDC-ის გაყიდვაზე. აღსანიშნავია, რომ სტაბილკოინის პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ფაზაშია.ამასთანავე, სინგაპურის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობენ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ტრანსსასაზღვრო პროგრამების შესასწავლად.მნიშვნელოვანია, რომ 2021...