ირანის სამართალდამცავი უწყება აგრძელებს სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების გატარებას არალეგალური კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ.ქვეყნის პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში 50-ზე მეტი ადგილი აღმოაჩინა, საიდანაც 7000-მდე უკანონო კრიპტომოპოვების დანადგარი ამოიღეს.ქვეყნის ელექტრო ქსელის ექსპერტთა შეფასებით, მაინერები, რომლებიც მუშაობენ სრული სიმძლავრით, შეადგენენ ირანში საშუალო დღიური ენერგიის მოხმარების დაახლოებით 4%-ს.თეირანის...
CNBC-ზე მიმდინარე გადაცემის Mad Money–ს წამყვანმა, ჯიმ კრამერმა საკუთარი ბიტკოინები გაყიდა.აღნიშნულთან დკავშირებით მან პოდკასტში ისაუბრა და განაცხადა რომ ბიტკოინის ლიკვიდურობა შეჩერებულია, ის აღარ განიცდის ზრდას. ეს გარკვეულწილად გამოწვეულია ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.ჩინეთის მთავრობა კარგად აცნობიერბს, რომ ბიტკოინი "სახიფათოა". კრიპტოვალუტას შეუძლია უზარმაზარი შიდა ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს. ამ რისკზე წასვლას...
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ სალვადორის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბიტკოინს და მისი ქვეყანა ღია გახადა კრიპტოვალუტის მისაღებად.ამ განცხადების გავრცელებიდან მალევე დაიწყო ამ ინიციატივის საწინააღმდეგო კამპანია, რომელსაც სათავეში ოპოზიციური პარტია ჩაუდგა.პარტიამ საკმაო მხარდამჭერებიც მოაგროვა მოსახლეობაში, რომელთა ხელმოწერების შედეგად შედგა სარჩელი პრეზიდენტ ბუკელეს წინააღმდეგ.სარჩელის თანახმად, მან აღნიშნული...
ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი მოსმენას Bybit-ის წინააღმდეგ გამართავს.კრიპტოვალუტის ბირჟა ეჭვმიტანილია ადგილობრივი ფინანსური კანონის დარღვევაში.მარეგულირებელი ორგანო ამტკიცებს, რომ Bybit–მა ვერ შეასრულა ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კანონით დადგენილი რეგისტრაციის მოთხოვნები.”კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმებისთვის შექმნილია პროცესი, რათა მათი ოპერაციები შეესაბამებოდეს ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კანონს. ისეთი სუბიექტები,...
Economy Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანალიტიკოსების აზრით, ინდოეთში არსებული ადგილობრივი კანონი შეიძლება მოითხოვდეს 2%-იანი გადასახადის დამატებას საზღვარგარეთ დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟებიდან ინდოეთის ბაზარზე მოქმედი კრიპტოვალუტის საანგარიშსწორებო ფასზე.გათანაბრების გადასახადი მთავრობამ პირველად შემოიღო 2016 წელს. ინდოეთში არარეზიდენტი კომპანიებისთვის ელექტრონული კომერციის მიწოდებისა და მომსახურების გადასახადებზე დაწესებულია 6%-იანი ტარიფი.ამასთანანავე, გათანაბრების...
ისრაელის ბანკის დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ ციფრული შეკელის საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს.Jerusalem Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ბანკის მმართველის მოადგილემ, ენდრიუ აბირმა განაცხადა, რომ საფინანსო ინსტიტუტმა ციფრული შეკელით საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო.ენდრიუ აბირმა IDC Herzliya-ს სამართლიანი ღირებულების ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დაამატა, რომ ბანკის მიერ ციფრული ვალუტის...
კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმამ Amber Group-მა წარმატებული B სერიის ფონდების შეგროვების შემდეგ 100 მილიონი დოლარი დაამატა თავის ფულად სახსრებს, რაც სრული ბიუჯეტის წინასწარი შეფასებით უკვე 1 მილიარდ დოლარს აღწევს."ფულადი სახსრები გამოყენებული იქნება გლობალური ოპერაციების გაფართოების მიზნით, კლიენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მსოფლიოს წამყვანი კრიპტო ინვესტორებისა და კომპანიებისთვის საბაზრო გადაწყვეტილებების...
StormX–ის გენერალური დირექტორის, სიმონ იუს თქმით, კრიპტოვალუტის მდგომარეობა 2021 წელს 2017 წლის აქტივობისგან განსხვავდება.შექმნიდან დღემდე კრიპტო სივრცემ მრავალი დაბრკოლება გამოიარა. 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.თუმცა დღეს კრიპტო სექტორი გაფართოვდა დეცენტრალიზებული ფინანსების შეთავაზებებით. ამასთანავე, საცალო და ინსტიტუციური ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ...
ორშაბათს, 21 ივნისს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად შემცირდა.დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასების შემცირების ტენდენცია, რომელიც 0.07%-დან 20%-მდე მერყეობდა.დღეს ბიტკოინის ფასმა 32.000 დოლარის დონემდე დაიკლო. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით შემცირდა.ბაზარზე ბიტკოინისა და ეთერიუმის დომინანტურობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 45,9% და 16,9%.რაც შეეხება...
21 ივნისს ციფრული ვალუტების ფასები ძლიერ რყევას განიცდიდა.დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი დაახლოებით 12%-ით დაეცა.გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 553 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 561 დოლარს შეადგენდა.ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 516 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი...