ვიეტნამის უმსხვილესმა სადისტრიბუციო კომპანიამ Linh Thanh Group-მა შვეიცარიის Blockchain კომპანია KRONN Ventures AG-სთან ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ციფრული ვალუტის წარმოებას და ვიეტნამში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შექმნას. კომპანიამ სათანადო ლიცენზია უკვე მიიღო.გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, ახალი ბირჟა ვიეტნამში პირველი ავტორიზებული კრიპტოვალუტის ბირჟა იქნება.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის...
ტაივანის ეროვნული განვითარების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭო სამი თვის განმავლობაში Blockchain ალიანსს დააფუძნებს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინგლისურენოვანი მედია ავრცელებს.აღნიშნულ პროექტზე ტაივანის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია მუშაობს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია უკვე კონსულტაციას უწევს სხვა სამთავრობო დეპარტამენტებს, ექსპერტებს, აკადემიურ წრეებს, რათა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს ალიანსის მიზანი.პროექტის ერთ-ერთი...
ტექ.-ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა არგენტინის პრეზიდენტს ურჩია, რომ ბიტკოინს ლეგალური სტატუსი მიანიჭოს. დრეიპერი ფიქრობს, რომ ამით ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.ამერიკელი ტექ.-ინვესტორი 20 მარტს არგენტინის პრეზიდენტს, მაურიციო მერსის შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ლათინური ამერიკის ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების განხილვა.შეხვედრისას ტიმ დრეიპერმა ისაუბრა განვითარებადი ტექნოლოგიების პოტენციალზე, როგორიცაა Blockchain-ი და კრიპტოვალუტა. ტექ.-ინვესტორი მიიჩნევს,...
ცოტა ხნის წინ შვეიცარიის კომერციული რეესტრიდან გამოქვეყნდა ამონაწერი, რომლის თანახმადაც, თებერვლის თვეში ციურიხში დაფუძნებულმა Blockchain კომპანიამ B3i Service AG-მა თავისი კაპიტალი 16 მილიონი დოლარით გაზარდა.B3i Service AG-ი არის კომპანია, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა. დღევანდელი მონაცემებით კომპანიის კაპიტალი 22.6 მილიონ დოლარს შეადგენს.კომპანია მიზნად ისახავს Blockchain სავაჭრო პლატფორმის განვითარებას სადაზღვევო ინდუსტრიაში,...
ჩინეთის ელექტრონული კომერციის ორმა წარმომადგენელმა Alibaba-მ და Aerospace-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს Blockchain-ისა და სხვა ტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორ კომპანიას შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს Blockchain-ის კვლევასა და განვითარებას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა...
შვეიცარიის Blockchain ქსელმა, Concordium-მა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სტრატეგიულ მრჩევლად დანიშნა.Concordium-ი მიზნად ისახავს რასმუსენის გამოცდილებასთან დაკავშირებულ სფეროებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.ყოფილი პოლიტიკოსი ამჟამად ხელმძღვანელობს საკონსულტაციო ფირმას, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის დემოკრატიის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით."Concordium-ის ქსელის უზარმაზარი მასშტაბისა და პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელი...
სამხრეთ კორეის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში აცხადებენ, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმის შექმნა იგეგმება. ტექნოლოგიის დანერგვის მიზანი კი სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაა.ამის შესახებ ინფორმაციას Daily Medi ავრცელებს.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სმარტ ჰოსპიტალის" პროექტი კორეის მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და სეულის სამედიცინო ცენტრის მიერ ერთობლივად განვითარდა.პროექტი მიზნად ისახავს მონაცემთა...
კოლორადოს შტატში Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კანონპროექტი მზადდება. კანონპროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში Blockchain-ის დანერგვა იგეგმება.კანონპროექტი, რომელიც ოთხმა სენატორმა შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სფეროს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას სთავაზობს. ჯგუფი სოფლის მეურნეობაში Blockchain-ის დანერგავს.როგორც ცნობილია Blockchain-ზე მოხდება ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა გადამოწმება და ორგანული პროდუქტების სერტიფიცირება.უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო ჯგუფის მხრიდან...
ყატარის ბაზარზე მოქმედმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, Ooredoo Group-მა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო.ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება The Peninsular Qatar-ი იუწყება.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია უკვე თანამშრომლობს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებთან, რათა Blockchain სისტემის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავოს.Ooredoo Group-ის აღმასრულებელი დირექტორი შეიხ საუდ ბინ ნაზერ ალ თანი აცხადებს:...
ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ჯოზეფ ლუბინმა განაცხადა, რომ ეთერიუმის წილი გლობალურ ეკონომიკაში 10-ჯერ უფრო მეტი გახდება. ეს კი დაახლოებით 10-დან 20 წლამდე მოხდება, როდესაც Blockchain ტექნოლოგია ყველა სფეროს სრულად მოიცავს.ამის შესახებ ჯოზეფ ლუბინმა განცხადება ერთ-ერთ კონფერენციაზე გააკეთა.იმავე კონფერენციის დროს ლუბინმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით არ არსებობს ადამიანთა დიდი რაოდენობა,...